ერთი წლის იუბილესთან დაკავშირებით "ზალიკოს ცენტრმა" მომავლის სახლის 25 აღსაზრდელს უმასპინძლა. ბავშვებისთვის შოუ-პროგრამა, ორი საათის განმავლობაში სხვადასხვა ზღაპრის გმირების თანხლებით მიმდინარეობდა.
,,დაბადების დღის ცენტრი ზუსტად ერთი წლის წინ გაიხსნა და იუბილესთან დაკავშირებით ბევრი ვიფიქრეთ, თუ როგორ აგვეღნიშნა და ვის დავხმარებოდით. ამიტომ გადავწყვიტეთ, ,,მომავლის სახლის" აღსაზრდელები მოგვეწვია და მათთან ერთად აგვეღნიშნა ,,ზალიკოს ცენტრის" იუბილე", _ განაცხადა ,,ზალიკოს ცენტრის" ხელმძღვანელმა ზაალ სულაკაურმა.
შეგახსენებთ, რომ ,,მომავლის სახლი" სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მრავალშვილიანი ოჯახებიდან ბავშვებს აერთიანებს.