დღეს, 23 ოქტომბერს, ცნობილ ქართველ მეცნიერს, თამაზ გამყრელიძეს, 83 წელი შეუსრულდა. თამაზ ვალერიანის ძე გამყრელიძე 1929 წლის 23 ოქტომბერს ქუთაისში დაიბადა.
გამყრელიძე არის ქართველი ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (1974), ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი (1964), ამერიკის ლინგვისტური საზოგადოების საპატიო წევრი (1971), ამერიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი (2006), ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის (WAAS) ნამდვილი წევრი (2007).