თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის ოჯახის სამოქალაქო სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მოპასუხეს 40 ათასი ლარის ოდენობით თანხის გადახდა დააკისრა.
ოჯახის ადვოკატის დავით ჯანდიერის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა ამ გადაწყვეტილებას ოჯახი.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში სანდრო გირგვლიანის მამა გურამ გირგვლიანი მკვლელობის ბრალდებით გასამართლებული და შემდგომ შეწყალებული 4 პირისგან მორალური ზიანის ანაზღაურებას 200 000 ლარის ოდენობით ითხოვდა.
გირგვლიანის ოჯახის ადვოკატებს უკვე შეტანილი აქვთ სარჩელი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც.