დედოფლისწყაროს რაიონში ჯილეხით 3 ადამიანი დაავადდა. მათ ჯილეხის კანის ფორმა ხელზე აქვთ გამოხატული. სამივე მამაკაცი საქონლის ხორცთან შეხების შედეგად დაინფიცირდა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს დედოფლისწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგმა ლალი ალადაშვილმა განუცხადა, ავადმყოფები მკურნალობას თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადიან, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„2012 წელს დედოფლისწყაროში ჯილეხის სულ სამი შემთხვევა დაფიქსირდა სოფელ საბათლოში, ზემო და ქვემო ქედში. სამივე მათგანს ჯილეხის იოლი ფორმა ჰქონდა გამოხატული. ისინი საქონლის ფერმაში დაავადებულ ხორცთან შეხებისას დაინფიცირდნენ", - აღნიშნა ლალი ალადაშვილმა.