ჩვენთვის ჟურნალისტური ეთიკის საკითხი მარტო სიტყვები არ არის, _ განაცხადა ჟურნალისტებთან ბადრი პატარკაციშვილის ქვრივმა ინა გუდავაძემ, არხის ყოფილ გენერალურ დირექტორთან, გიორგი არველაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
,,ჩვენთვის ჟურნალისტური ეთიკის საკითხი მარტო სიტყვები არ არის. შევეცდებით ობიექტურები ვიყოთ კეთილი განწყობით, მაგრამ ძალიან სერიოზულები. დღევანდელი დღე ჩვენთვის ემოციურად ძალიან რთულია, რადგან ვგრძნობთ, რომ ჩვენ ოჯახზე დიდი პასუხისმგებლობაა", _ განაცხადა გუდავაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ტელეკომპანიასთან დაკავშირებით უფრო დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია ,,იმედი" ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნდა.
მასალის გამოყენების პირობები