ტელეკომპანია ,,იმედში" საკადრო პოლიტიკა შეიცვლება, _ განაცხადა ჟურნალისტებთან ბადრი პატრკაციშვილის დამ, მზია თოთლაძემ გიორგი არველაძესთან შეხვედრის შემდეგ.
მისივე განაცხადებით, ტელევიზია დაუბრუნდება იმ მდგომარეობას, როგორც ბადრი პატარკაციშვილის დროს იყო.
,,საკადრო პოლიტიკა აუცილებლად იქნება. ჩვენ არ ვდგავართ არც რაიმეს წინ და უკან. ჩვენ ვართ ოჯახი, რომელსაც გვინდა დაბალანსებული, ობიექტური ტელევიზია, რომელიც ბადრის დროს იყო", _განაცხადა მზია თოთლაძე.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია ,,იმედი" ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს დაუბრუნდა.
მასალის გამოყენების პირობები