ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრები ტელეკომპანია ,,იმედში" მივიდნენ. ტელევიზიაში იმყოფებიან ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძე, მისი ქალიშვილები და მისი და მზია თოთლაძე.
ტელეკომპანიაში ასევე იმყოფება Hunnewell Partners Georgia-ის ფინანსური დირექტორი დათო შონია, რომელიც ტელეკომპანიის გადაბარების პროცესში მიიღებს მონაწილეობას.
გავრცელებული ინფორმაციით, პატარკაციშვილის ოჯახი ,,იმედის" ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი არველაძეს შეხვდებიან.
შეგახსენებთ, რომ ,,იმედი" ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს გადაეცა.