დღეს, 17 ოქტომბერს, 10 საათიდან 14 საათამდე, ვაკის რაიონის (წყნეთი) ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება დიმიტრი ამილახვრის, ილია ჭავჭავაძის, სულხან-საბას და არსენას ქუჩების მცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე დიდუბის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და ცაბაძის ქუჩის მცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება მუხიანის II მიკრორაიონის მცხოვრებლებლებს.
10 საათიდან 17 საათამდე ისნის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ვაზისუბნის დასახლების, დმანისის, მარტყოფის, ობსერვატორიის, ფაბრიციუსის და შანდორ პეტეფის ქუჩების მცხოვრებლებს.
10 საათიდან 16 საათამდე კრწანისის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება გორგასლის და კრწანისის ქუჩების მცხოვრებლებს.
12 საათიდან 13 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება შავთელის, ჩახრუხაძის, ღამბაშიძის, კათალიკოსის, ყავლაშვილის, გორგასლის, ნაკაშიძის და გულიას ქუჩების მცხოვრებლებს.
10 საათიდან 18 საათამდე ნაძალადევის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება გურამიშვილის გამზირის, თემქის დასახლების IV, X კვარტლების, თორნიკე ერისთავის და მექანიზაციის ქუჩების მცხოვრებლებს.
10 საათიდან 18 საათამდე საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ბახტრიონის, ლიხაურის და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
10 საათიდან 17 საათამდე ვაკის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის ქუჩის მცხოვრებლებს.