დღეს, 17 ოქტომბერს, ბრიუსელში, ბასტიონ ტაუერში, გაიმართება "ქართულ, აფხაზური და ოსური ევროპული საერთაშორისო მოძრაობის" პრეზიდენტის, პროფესორ ნესტან კირთაძის პრესკონფერენცია ევროპული და საერთაშორისო მედიის წინაშე.
ცნობილი ევროპული ტელე და ბეჭდვითი გამოცემების წინაშე ნესტან კირთაძე წარადგენს ალტერნატიულ სამშვიდობო პლატფორმას, რომელიც აღიარებული და მხარდაჭერილია პარიზის, ბერლინის და ბრიუსელის უმაღლესი საექსპერტო წრეების, დიპლომატიური და პოლიტიკური დონეების მიერ, რომელსაც გაგებით შეხვდნენ მოსკოვში და რომლსაც უკვე გაეცვნენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური ლიდერები.
კირთაძე შეაფასებს საერთაშორისო სამოქალაქო დიპლომატიის რანგში მის განვლილ საქმინობას და ევროპულ პრესას გააცნობს ახალ კონკრეტულ ინიციატივებს, მომავალი საქმინობის დეტალურ გეგმას.
საუბარი იქნება საქართველოში 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე, შექმნის ვითარებაზე და გაკეთდება ანალიზი მომავლის პოლიტიკურ პროცესებზე და პერსპექტივაზე.
კირთაძე სამშობლოში 20 ოქტომბერს დაბრუნდება.