სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი უდესიანი ტელეკომპანია "მაესტროს" საინფორმაციო სამსახურს მიმართავს.
"ტელეკომპანია "მაესტროს " 16 ოქტომბრის 9:00 საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი - თბილისში, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობის შესახებ, რაც, რბილად რომ ვთქვათ, ჩემთან დაკავშირებულ რამდენიმე არაზუსტ ინფორმაციას შეიცავდა. მაცნობეს, რომ მშენებლობასთან დამონტაჟებულია სპეციალური ბანერი, რომელზედაც აღნიშნულია მშენებლობის დამკვეთისა და შემსრულებლის შესახებ დეტალური ინფორმაცია, რომლითაც ფაქტების გადამოწმება ჟურნალისტისთვის იოლი და ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო. მოგიწოდებთ - დაიცვათ ჟურნალისტური და ადამიანური ეთიკის ელემენტარული ნორმები და არ გაუშვათ ეთერში პიროვნების სახელისა და ღირსების შემლახავი გადაუმოწმებელი ინფორმაცია", - აღნიშნულია განცხადებაში.