ტელეკომპანია "იმედი" 20:00 საათზე სპეციალურ განცხადებას გაავრცელებს. არსებული ინფორმაციით, გიორგი არველაძემ თანამდებობა დატოვა, რომელიც არხის მფლობელი კომპანიის, "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის" ხელმძღვანელია.
გადაწყვეტილების შესახებ გიორგი არველაძემ თანამშრომლებს უკვე აცნობა. ამასთან, არველაძე საკუთარ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ "იმედს" ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი იბრუნებს.
ტელეკომპანია "იმედს" ახალი მფლობელი 2011 წლის 29 დეკემბრიდან ჰყავს. ამ პერიოდიდან ტელეკომპანიის ერთპიროვნულ მფლობელად კომპანია "ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი" ითვლებოდა.