ხვალ, 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭება მაქს-პლანკის ინსტიტუტის (გერმანია) დირექტორს იურგენ ბაზედოვს.
თსუ იურიდიული ფაკულტეტი ჰამბურგის მაქს პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტთან პარტნიორობით, ფოლკსვაგენის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ატარებს საერთაშორისო კონფერენციას თემაზე: "კერძო სამართლის განვითარება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. ტრანსფორმაცია სამართლის ტრანსპლანტაციის მეშვეობით". კონფერენციაზე მოწვეულნი არიან ცნობილი მეცნიერები გერმანიიდან, კავკასიისა და ცენტრალური/შუა აზიის რეგიონიდან.