ვარძიის არქიტექტურული ძეგლის კომპლექსური პრობლემების გადაჭრაზე საერთაშორისო ექსპერტთა გაფართოებული ჯგუფი და მათი ქართველი კოლეგები ერთობლივად იმსჯელებენ. ვარძიაში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და ორგანიზებით სამდღიანი ვორქშოპი გაიმართება. მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, 17 და 18 ოქტომბერს ვორქშოპში მონაწილეობა მიიღონ.
ქვაში ნაკვეთი უნიკალური ძეგლის სიცოხლის გახანგრძლივების მიზნით, სპეცილისტები ერთდროულად ორი მიმართულებით - ვარძიის ქვათა ცვენის პრევენციული სამუშაოს განხორციელებასა და ვარძიის უძველესი მხატვრობის საკონსერვაციო მეთოდოლოგიის დამუშავების საკითხზე იმუშავებენ.
ვორქშოპში ორაგანიზატორ მხარესთან ერთად, მონაწილეობენ მეწყერების, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის საერთაშორისო ქსელის წამყვანი სპეციალისტები იტალიიდან, იაპონიიდან, ესპანეთიდან, ასევე, ლონდონის უნივერსიტეტის კურტოს ინსტიტუტის, მონუმენტური ფერწერის კონსერვაციის სპეციალისტები.
ვორქშოპში ასევე მონაწილოებას იღებებენ ქართული ინსტიტუციები: ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ინსტიტუტი, სამხატვრო აკადემია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო.
ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი 2007 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარულ ნუსხაშია შეტანილი. ძეგლის სტუქტურისა და მასალის გათვალიწინებით საუკუნეების განმავლობაში ვარძია ბუნებრივი ზემოქმედების შედეგად რთულ ფიზიკურ მდგომარეობაშია. კლდეში ნაკვეთი ძეგლების დიაგნოსტიკის პრობლემები მე-20-ე საუკუნის განმავლობაში ფაქტიურად დაუძლეველ პრობლემას წარმოადგენდა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელს მსოფლიოში. ტექნოლიგიურმა ინოვაციებმა და კვლევისა და კონსერვაციის კომპლექსურმა თანამედროვე მიდგომებმა შესაძლებელი გახადა ძეგლზე დამანგრეველი პროცესების შეჩერება და ძეგლის სიცოცხლის გახანგრძლივება. ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის კვლევა და საკონსერვაციო სამუშაო რამდენიმე წელია უწყვეტად მიმდინარეობს. ამჯერად ძეგლის დიაგნოსტიკისა და სხვადასხვა სახის კვლევითი სამუშაოს ჩატარებისთვის უმნიშვენლოვანესია სამუშაო პროცესში წამყვანი საერთაშორისო ექსპერტების დახმარება, რათა შემუშავდეს და დაინერგოს ძეგლის კვლევისა და კონსერვაციის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მეთოდოლოგია.