2009 წლის აპრილის მოვლენების დროს დაკავებული მელორ ვაჩნაძე რუსთავის საპყრობილიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას რესპუბლიკურ საავადმყოფოში დიაგნოსტიკური გამოკვლევები უტარდება.
შეგახსენებთ, რომ მოძრაობის "შემოგვიერთდით" ხელმძღვანელი მელორ ვაჩნაძე 2009 წელს, ოპოზიციის 9 აპრილის მიტინგების დროს დააკავეს. მას ბრალი თაღლითობაში დაედო და ოთხწლიანი პატიმრობა მიესაჯა.