"საქსტატის" ინფორმაციით, 2012 წლის იანვარ-სექტემბრის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 7595 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 16 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 1770 მლნ. აშშ დოლარი იყო (14 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 5824 მლნ. აშშ დოლარი (17 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2012 წლის იანვარ-სექტემბერში 4054 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 53 პროცენტი შეადგინა.