გიორგი მარგველაშვილი მანდატურის საკითხის გადახედვას გეგმავს, _ აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან განათლების მინისტრობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.
მისივე განცხადებით, მანდატურის ინსტიტუტმა ბევრი პრობლემა მოხსნა, თუმცა სისტემის რეფორმირებაა აუცილებელი. როგორც ჟურნალისტებთან მარგველაშვილმა განაცხადა განათლების სამინისტროს არჩევანი ბოლონიის პრინციპით სვლა მართებულია.
,,ბოლონიის პროცესი, რომლითაც ჩვენ მივდივართ ერთმნიშვნელოვნად სწორია ორიენტირია, მაგრამ ამ პროცესში ბევრი შებოჭვა იყო და ჩვენი მიზანი ამ შებოჭვის მოხსნა და სისტემის გათავისუფლება იქნება. განათლების ახალი პრინციპები რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩამოყალიბდეს, რადგან პრინციპები არ უნდა იყოს სწრაფად ცვალებადი და უნდა იყოს იოლად მისახვედრი", _ განაცხადა მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა გიორგი მარგველაშვილი განათლების მინისტრის პოსტზე წარადგინა.