ივანიშვილის მთავრობა ახალი ვალების აღებას აღარ აპირებს. როგორც ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ნოდარ ხადურმა განაცხადა, მომავალ წელს ქვეყანას ბევრი ვალდებულებების გასტუმრება უწევს და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ სახელმწიფომ დამატებითი ვალები აღარ აიღოს.
"ევრობონდების თემა არის ძალიან სენსიტიური. მომავალ წელს ჩვენ გვიწევს დაახლოებით 60 მლნ დოლარის გადახდა ევრობონდების გასასტუმრებლად. იმავდროულად მომავალ წელს სხვა ვალდებულებებიც გვაქვს გასასტუმრებელი და ცხადია, რომ ჩვენ დიდი ვალები აღარ უნდა ავიღოთ, ან თუ ავიღებთ ეს თანხები უნდა მივმართოთ იქეთკენ, რომ ქვეყნის ეკონომიკა განვითარდეს. არ უნდა მოხდეს ისე, რომ ვალი ავიღოთ და ხელი მოვითბოთ"- განაცხადა ხადურმა.