ფინანსთა მინისტრობის კანდიდატი ნოდარ ხადური, ქვეყნის ფინანსურ სისტემის გაუმჭვირვალობით უკმაყოფილოა. ხადური აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც ის მინისტრი გახდება ამ მიმართულებით გააქტიურდება და ქვეყანაში ფინანსური და საბიუჯეტო პროცესები გამჭირვალე გახდება.
"ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც საქართველოს ფინანსურ სისტემას გააჩნია - ეს არის გაუმჭვირვალობა. ანუ თანხები იხარჯება ძალიან არამიზნობრივად და არაეფექტურად და ხშირ შემთხვევაში იფლანგება გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი თანხები. ჩვენი ამოცანა იქნება, რომ ბიუჯეტი და საბიუჯეტო პროცესი გავხადოთ უფრო გამჭვირვალე. ძალიან მნიშვნელოვანია საგადასახადო სისტემის ჰარმონიზაცია. საგადასახადო არ იქნება ჩასაფრებულის პოზიციაზე, თუმცა იქნება მკაცრი და შეუვალი, რასაც გადასახადების მობილიზაცია ქვია. ვფიქრობ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი გახდება უფრო ეფექტიანი და უფრო მომჭირნე და დააფინანსებს ყველა იმ პროგრამას, რაზეც ვალდებულება აიღო კოალიცია "ქართულმა ოცნებამ",- აცხადებს ნოდარ ხადური.