ფინანსთა მომავალი მინისტრი სათამაშო ბიზნესის კანონმდებლობას გადახედავს. როგორც ნოდარ ხადურმა განმარტა, კანონმდებლობა აუცილებლად გადაიხედება, თუცა სახელმწიფოსთვის მაინც პრიორიტეტად რჩება ახალი სამუშაო ადგილები და მომხმარებელთა უფლებების დაცვა.
"თავისთავად ცხადია, რომ ჩვენ გადავხედავთ კანონმდებლობას, მათ შორის სათამაშო ბიზნესის მიმართულებითაც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები და იმავდროულად დაცული იყო მომხმარებელთა უფლებები"- განმარტა ნოდარ ხადურმა.