გარემოს დაცვის სამინისტროს შეზღუდული ფუნქციები აღარ ექნება , _ განაცხადა ჟურნალისტებთან გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ხათუნა გოგალაძემ
მისივე განცხადებით, აუცილებელია მოხდეს გარემოს დაცვის საკითხების წინა პლანზე წამოწევა.
"მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩემი და ,,ქართული ოცნების" ხედვა ერთმანეთს ემთხვევა. აუცილებელია მოხდეს გარემოს დაცვის წინ წამოწევა და სამინისტრო აღარ უნდა იყოს ისეთ მდგომარეობაში, როგორც ახლაა ანუ ძალიან შეზღუდული ფუნქციებით. შესაბამისად პრიორიტეტები იქნება სამინისტროს ფუნქციების გაძლიერება, თუ რა და როგორ უახლოეს დღეებში სამოქმედო კონცეფცია დაიწერება", _ განაცხადა ხათუნა გოგალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ,,ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გარემოს დაცვის მინისტრის პოსტზე ხათუნა გოგალაძე წარადგინა.