"ჰესების მშენებლობის საკითხი გადაიხედება", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატმა კახი კალაძემ.
მისივე განცხადებით, ჰესების მშენებლობა გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად შეთანხმებულად მოხდება.
"თქვენ კარგად იცით, რომ დაწყებულია მცირე და დიდი ჰესების მშენებლობა და პრობლემა გაჩნდა დიდი ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით. Eეს ყველაფერი გადაიხედება და თუ გაგრძელდება ჰესების მშენებლობა უნდა მოხდეს გარემოს დაცვის სამინისტროსთან კონსულტაციების შემდეგ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველო მთელი წლის განმავლობაში უზრუნველნველყოფილი იყოს ელექტროენერგიით ", _ განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა კახი კალაძე ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე წარადგინა.