"გპირდებით, რომ აბსოლუტურად გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი იქნება მთავრობის ყველა წევრი",_ განცხადება ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს მოწყობილ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისივე თქმით, ის ეცდება თვეში ერთხელ მაინც შეხვდეს მედიის წარმომადგენლებს.
"ვეცდები და თვეში ერთხელ მაინც მოვეხერხებ თქვენთან შეხვედრას",_ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.