საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა კვირას 21 ოქტომბერს 13:00 საათზე გაიმართება. აღნიშნულის შესახებ განცხადება კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მისივე თქმით, მისი წარდგენა პრემიერის თანამდებობაზე დღეს ან ხვალ მოხდება.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილმა მინისტრობის კანდიდატები წარმოადგინა.