კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატად გიორგი მარგველაშვილი წარადგინა.
გიორგი მარგველაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა ფილოსოფიის სპეციალობით. იგი საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) რექტორია და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მიერ დაფუძნებული დემოკრატიული განვითარების ფონდის მრჩეველთა საბჭოს წევრიც გახლდათ.