კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურქტურის მინისტრობის კანდიდატად დავით ნარმანია წარადგინა.
ამ პოსტზე წარდგენილი იყო კახა კალაძე, თუმცა იგი ამჯერად ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატია.
ივანიშვილმა აღნიშნა, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურქტურის სამინისტრო დროებით შენარჩუნდება.