იუსტიციის სამინისტროში შეხვედრებს განაგრძობს თეა წულუკიანი. იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, მიმდინარეობს წინასწარი სამუშაოები, რათა მან პირველივე დღიდან შეძლოს დაკისრებული მოვალეობის შესრულება.
წულუკიანი უწყების ნომერ პირველ პრობლემად მიკერძოებულ სასამართლოსა და გამოუძიებელ საქმეებს ასახელებს.
მინისტრობის კანდიდატის თქმით, უწყებაში არ იგეგმება სერიოზული სისტემური ცვლილებები და შენარჩუნდება პროფესიონალი კადრები. კონსულტაციები იუსტიციის სამინისტროში კიდევ ორ დღეს გაგრძელდება.