საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, 2011 წელს 636,0 ლარს შეადგენს, რაც 6,4%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2011 წელს, დაქირავებით დასაქმებულ მამაკაცთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 771,1 ლარს შეადგენს (3,8%-ით მეტი გასულ წელთან შედარებით), ხოლო ქალთა - 460,2 ლარს (7,9%-ით მეტი გასულ წელთან შედარებით).
2011 წელს, სამეწარმეო სფეროში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 622,6 ლარს (5%-ით მეტი გასულ წელთან შედარებით), ხოლო არასამეწარმეო სფეროში - 658,1 ლარს შეადგენს (9%-ით მეტი გასულ წელთან შედარებით).