მიხეილ სააკაშვილის მთავრობა ტელეკომანიებისათვის საგადასახადო ამინისტიას აცხადებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ფინანსთან მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ხეთაგურმა განაცხადა საქართველოში ტელემედიის განვითარებისა და ხელშეწყობისათვის, მთავრობა კიდევ ერთხელ გამოდის ინიციტივით, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში მოქმედ ყველა ტელემაუწყებელს შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე არსებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული სანქციები შეუმცირდება.
"ამ გზით როგორც ცენტრალური ისე რეგიონული ტელეკომპანიებისათვის ფინანსური ვალდებულებების შემსუბუქება და მათი თანაბარ საგადასახადო პირობებში ჩაყენება ხელს შეუწყობს მაუწყებლის სტაბილური ფინანსური მდგომარეობის უზრუნველყოფას, სატელევიზიო ბაზრის განვითარებასა და კონკურენციის გაზრდას. მაუწყებლებს მიეცემათ საშუალება მოიზიდონ ახალი ინვესტიციები ამ სფეროში", - განაცხადა ხეთაგურმა.
მოქმედი მინისტრის განმარტებით, ფინანსთა სამინისტრო პროცესის გამჭირვალებობისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერერესებიდან გამომდინარე, ღიად მიმართავს ყველა მაუწყებელს არსებული საგადასახადო დავალებიანის შემთხვევაში წერილობით მიმართონ ფინანსთა სამინისტროს რათა დროულად მოხდეს შესაბამისი პროცედურების განხორციელება და მათთან ერთად სამუშაო ვითარებაში დაიწყოს საგადასახადო შემცირებაზე მსჯელობა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფომ ტელემედიის მხარდაჭერისათვის საგადასახადო ადმინისტრირების ღონისძიების შემსუბუქების ინიციატივით 2010 წელსაც გამოვიდა და ამ ინიციატივით ისარგებლა როგორც ცენტრალურმა ასევე რეგიონულმა ტელეკომპანიებმა.