ანზორ ქოქოლაძე თიბისი ბანკის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანაში მთავრობის ცვლილებით სამართლიანობის აღდგენა და სამართლიანი სასამართლოს მოლოდინი აბსოლიტურად რეალურია, სწორედ ეს შიში ამოძრავებს თიბისი ბანკს ამ განცხადების გავრცელებისას და ის მხოლოდ თავდაცვას ემსახურება.
"მამუკა ხაზარაძემ, ზურაბ ადეიშვილთან და დავით კეზერაშვილთან ერთად ფინანსური პოლიციის, პროკურატურის და სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებების გამოყენებით განახორციელა „ელიტ ელექტრონიქსის" უკანონო მითვისება, ახლა კი რეალურად აწუხებს შიში რადგან ამ უკანონობაში მონაწილე ორივე პირმა საქართველო უკვე დატოვა და ახალი ხელისუფლების ხელში კი სასამართლო იქნება დამოუკიდებელი ხოლო „თიბისი" ბანკის ქმედებები დაუსჯელი არ დარჩება.
ყველასთვის ცნობილია რომ მე სამართლებრივი დავა არ შემიჩერებია მაშინაც კი როცა მაქსიმალურად შეზღუდული იყო სიტყვის თავისუფლება , მიდიოდა ჩემზე , ჩემი ოჯხის წევრებზე და თანამშრომლებზე ზეწოლა და რეპრესიები, რასაც ჩემი და ჩემი ოჯახის სამი წევრის დაპატიმრება მოყვა, არც ციხიდან და არც გამოსვლის შემდეგ არ გავჩერებულვარ და ყველა ჩემი მოქმედება იყო საჯარო2007 წლიდან დღემდე.
დღესაც ვაცხადებ რომ „ელიტ ელექტრონიქსი" ხელისუფლებასთან გარიგებაში მყოფ „თიბისი" ბანკმა უკანონოდ დაისაკუთრა, და მის დასაბრუნებლად ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოვიყენებ, რა შიშებიც არ უნდა აწუხებდეს თიბისი ბანკის ხელნმძღვაბნელობას, საკუთარ იმიჯს კი თავისი საქმიანობით და მოქმედებებით უნდა გაუფრთხილდნენ, რადგან მისი ჩადენა იწვევს იმიჯის შელახვას და არა მისი გასაჯაროება", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თიბისი ბანკმა გაავრცელა განცხადება, რომელიც უკავშირდება კომპანია ელიტ ელექტრონიქსის ყოფილ მფლობელს, ანზორ ქოქოლაძეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ანზორ ქოქოლაძე ცდილობს ბანკი დააჟანტაჟოს - კერძოდ, ითხოვს ბანკისგან ელიტ ელექტრონიკსის აქციების 100%-ს ისე, რომ უარს ამბობს ბანკისგან აღებული სესხის, 11 მილიონის გადახდაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრება თიბისი ბანკს მისი რეპუტაციისა და სახელის შელახვით. თიბისი ბანკი მიიჩენვს, რომ ქოქოლაძე უბრალოდ ცდილობს ისარგებლოს ბოლო დროს განვითარებული ცვლილებებით, მოისხას „ჩაგრულის" მანტია, გამოიყენოს მასმედია იარაღად თიბისი ბანკის დაშანტაჟებაში და შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება. თიბისი ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბანკი არ აპირებს დაექვემდებაროს ქოქოლაძის შანტაჟს და არ მისცემს მას მედიით მანიპულირების შესაძლებლობას: „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სამართლებრივად და მორალურად აბსოლუტურად მართლები ვართ, გვსურს არავის და, მათ შორის, არც ბატონ ანზორს არ დარჩეს რაიმე კითხვები ამასთან დაკავშირებით. ამიტომ ჩვენ შევთავაზეთ მას, შანტაჟის ნაცვლად აგვერჩია ისეთი გამჭვირვალე და დემოკრატიული გზები, როგორიცაა დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიება და კერძო არბიტრაჟი. სამწუხაროდ, ქოქოლაძემ ორივე შეთავაზებაზე უარი თქვა, რაც გვაფიქრებინებს, რომ მისი მთავარი მოტივაცია სამართლიანობის აღდგენა ნამდვილად არ არის." - ნათქვამია თიბისი ბანკის განცხადებაში.