2013 წლის 1-ელ მაისამდე, პრემიერ-მინისტრმა თბილისს გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებები განხორციელების უფლება მიანიჭა.
ივანე მერაბიშვილის №427 დადგენილების მიხედვით, "გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მიწის (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწებისა) განკარგვის, ქონების პრივატიზების, მშენებლობის ნებართვების გაცემისა და მიმდინარე მშენებლობებზე ზედამხედველობის განხორციელების, გზების, წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების, სამთო-სათხილამურო და საბაგირო გზების განვითარებისა და მოვლა-პატრონობის, პირველადი სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურების მუშაობის უზრუნველყოფის, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზების (პარკირება, დასუფთავება და ა.შ.) უფლებამოსილება 2013 წლის 1 მაისამდე, თანდართული ხელშეკრულების საფუძველზე, გადაეცეს ქ. თბილისის თვითმმართველ ერთეულს.".