ულიანკოვის საჯარო სკოლაში, შესაძლოა, სწავლის პროცესი დროებით შეჩერდეს. მიზეზი მიწისძვრის შედეგად საჯარო სკოლის დაზიანებაა. როგორც ჟურნალისტებთან სკოლის დირექციის წარმომადგენლებმა განაცხადეს განათლების სამინისტროდან სპეციალისტებს ელოდებიან, რომლებიც დაადგენენ შესაძლებელი იქნება, თუ არა საჯარო სკოლაში სწავლის გაგრძელება.
შეგახსენებთ, რომ ულიანოვკაში მომხდარი 5, 1 მაგნიტუდის მიწისძვრამ სოფლის სკოლა დააზიანა. მიწისძვრის შედეგად დაიბზარა სკოლის კედლები, ჩამოიშალა ბათქაში და მოიშალა სველი წერტილები.