,,განსაცდელის არ უნდა გვეშინოდეს", _ ბრძანა პატრიარქმა სვეტიცხოვლის ტაძარში ქადაგებისას. უწმინდესმა მრევლს ერთმანეთის სიყვარულისკენ მოუწოდა.
,,ჩვენ გვჭირდება უპირველეს ყოვლისა სულიერი ძალა, ჩვენ გვჭირდება სიყვარული, ჩვენ გვჭირდება სასოება, იმედი. იმედი ღვთისა, ადამიანისა, იმედი მომავლისა", _ ბრძანა ილია მეორემ და აღნიშნა, რომ საქართველო განსაცდელში ხშირად ყოფილა, მაგრამ უფალასა და ღვთისმშობელს უხსნია.
შეგახსენებთ, რომ სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქმა საზეიმო ლიტურგია სვეტიცხოვლის ტაძარში აღავლინა.