აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ჯეიმს სტეინბერგის და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ფილიპ გორდონის ვიზიტის ქართველი ექსპერტი კახა გოგოლაშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ აშშ სურს გარკვეული როლი ითამაშოს საქართველოს შიდაპოლიტიკური სტაბილიზაციის საქმეში რაც საქართველოსათვის არანაკლებ აქტუალურია.
"ჩანს რომ აშშ-სათვის საქართველოს შიდა სტაბილურობა ასევე წარმოდგენს მნიშვნელოვან ამოცანას და შეხვედრების გრაფიკიც იგივეს მაჩვენებელია. ისინი შეხვდებიან პრეზიდენტს და შეხვდებიან ოპოზიციის წარმომადგენლებსაც. ალბათ აქ აშშ-ს უნდა ითამაშოს თავისი როლი საქართველოში პოლიტიკური პროცესის სტაბილიზაციაში", _ აცხადებს ექსპერტი კახა გოგოლაშვილი.
შეგახსნებთ, რომ დღეს საქართველოში ერთდღიანი ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტეინბერგი და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწიე ფილიპ გორდონი ჩამოვიდნენ.