თბილისში, მაჩაბლის 8-ში მდებარე მელიორაციის სამმართველოს ყოფილ შენობაში, რომელიც ამჟამად შპს "ქართულ-ფრანგული ცენტრის" კუთვნილებაა, შეჭრის მსურველ დევნილებთან "ქართული ოცნების" წევრები, მთაწმინიდის რაიონში გამარჯვებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა პაპუაშვილი და კრწანისის რაიონში გამარჯვებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შოთა ხაბარელი.
პაპუაშვილმა დევნილებს განუმარტა, რომ კერძო საკუთარებაში შეჭრა არის უკანონო საქციელი და არც ერთმა ხელისუფლებამ უკანონობა არ უნდა წაახალისოს.
"ქართული ოცნება" დაგპირდათ თქვენ პრობლემების მოგვარებას, თუმცა ის რაც ამ ბოლო დღეებში ხდება არის არა თანამდგომა ან საკუთარი პრობლემისდ მოგვარება არამედ უკანონო საქციელი", - განუცხადა დევნილებს პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს 14 საათისთვის თბილისში, მაჩაბლის 8-ში მდებარე მელიორაციის სამმართველოს ყოფილ შენობაში, რომელიც ამჟამად შპს "ქართულ-ფრანგული ცენტრის" კუთვნილებაა, ოცდაათმა დევნილმა სცადა შეჭრა. ადგილზე მოვიდა პოლიცია , რომელმაც შეადგინა შესაბამისი აქტი და ტერიტორია დატოვა.
დევნილებმა შენობის მეპატრონეებს შეურაცხყოფა მიაყენეს.
"ახლა თქვენი დრო მოვიდა", - აცხადებედნენ დევნილები. ადგილი ჰქონდა პროვოკაციისა და ფიზიკური დაპირისპირების მცდელობას.