ელჩები, რომლებიც თავიანთ მოვალეობას კეთილსინდისიერად ასრულებდნენ და სისხლის სამართლის დანაშაული არა აქვთ ჩადენილი, თანამდებობებს შეინარჩუნებენ, - ეს განცხადება დღეს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მაია ფანჯიკიძემ გააკეთა.
"ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ის საჯარო მოხელეები, რომელთაც არა აქვთ სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი და კეთილსინდისიერად აკეთებენ თავიანთ საქმეს, არ დატოვებენ სამსახურებს. ისინი არ დატოვებენ სამსახურებს, თუკი კორექტულად იქცეოდნენ ამ წლების განმავლობაში", - განაცხადა ფანჯიკიძემ.