გიგა ბოკერიასა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე საუბარს დაეთმო, _ აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი განცხადებით, "ქართულ ოცნებას" და "ნაცმოძრაობას" შორის ბევრი განსხვავებაა, მაგრამ ორივე მხარისთვის საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია პრიორიტეტულია.
"შეხვედრა მქონდა ივანიშვილთან. ვმოქმედებდი ივანიშვილის დავალებით. როგორც პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, ჩვენს გუნდებს შორის არსებობს არსებითი, სერიოზული ფუნქციური განსხვავებები. ეს განსხვავებები არსად გამქრალა და ალბათ, მომავალშიც არ გაქრება, მაგრამ რაც შეეხება ქვეყნის უსაფრთხოებას, საგარეო საფრთხეებისგან ქვეყნის დაცვას, ჩვენს საგარეო კურსს, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ევროკავშირისა და ნატოსკენ სვლის კურსის შენარჩუნებას, გამტკიცებასა და გამყარებას, ამ საკითხში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თანამშრომლობა იყოს მჭიდრო და ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად შეუწყობთ ხელს, რომ ქვეყნის ინტერესები დაცული იყოს", _ განაცახდა ბოკერიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ თემაზე საუბრის იდეა აღმასრულებელი ხელისუფლებისა და "ქართული ოცნების" შეხვედრის დროს გაჩნდა.
"იდეა ამ საუბრისა გაჩნდა ჩვენი კონსულტაციებისას და ამას მომავალშიც მივესალმებით", _ განაცხადა ბოკერიამ.