საზოგადოებრივ წესრიგის კუთხით სამინისტროს კურსი უცვლელი რჩება, _ განაცხადა ჟურნალისტებთან შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკა ზღულაძემ შს მინისტრობის კანდიდატთან შეხვედრის შემდეგ. როგორც ჟურნალისტებთან ზღულაძემ განაცხადა ღარიბაშვილს სამინისტროში არსებული ვითარება გააცნო.
,,ძალიან შინაარსიანი საუბარი გვქონდა. Dდეტალურად გავიარეთ სამინისტროს სტრუქტურა, ბიუჯეტი ჩემი შეფასებით წარმატებები, რაც არის, პრობლემები, რომელზეც სამუშაო იქნება და ბუნებრივია ახალ მინისტრსაც თავისი ხედვები აქვს, თუ რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, მაგრამ რაც მთავარია უმნიშვნელოვანესზე ვთანხმდებით, რომ ამ სამინიტროს როლი სახელმწიფოს წინაშე ძალიან დიდია და ეს პასუხისმგებლობა ამ სამინიტროზე მუდმივად დარჩება.Pპირველ რიგში აქ ვგულისხმობ საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას. Aასე, რომ და სამინისტრო აგრძელებს იგივე პოლიტიკის გატარებას, რაც აქამდე ჰქონდა ამ მიმართულებით", _განაცხადა ზღულაძემ.