ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების გალის სამუშაო ჯგუფების შეხვედრების განახლების საკითხში ჟენევის მოლაპარაკებათა ამ რაუნდზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. განცხადება ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გააკეთა.
"ეს თემა განვიხილეთ, მაგრამ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი ამჯერად ვერ ვნახეთ. აქ საჭიროა კომპრომისი და მისი მოძებმა შესაძლებელია. ამ მექანიზმმა უნდა იმუშაოს", - აცხადებს კარასინი და აღნიშნავს, რომ ეს შეხვედრები 25 აპრილიდან აღარ იმართება. ევროკავშირის წარმომადგენელი აფხაზურმა მხარემ არასასურველ პერსონად ცათვალა. ევროკავშირი კი მის გაწვევაზე უარს აცხადებს, რაც სოხუმისათვის მისაღები იქნებოდა.
ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი მიმდინარე წლის 12 დეკემბერს გაიმართება.