,,საქართველოს აქვს ბიუჯეტის იმხელა რესურსები, როგორიც არასდროს არ ჰქონია ისტორიაში", _განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე განცხადებით, საქართველოს აქვს ბევრად ნაკლები ვალი ვიდრე ,,ვარდების რევოლუციის" შემდეგ.
,,საქართველოს აქვს ბევრად ნაკლები ვალი ვიდრე ,,ვარდების რევოლუციის" შემდეგ და საქართველოს აქვს იმხელა რესურსები ბიუჯეტის, როგორც არასდროს არ ჰქონია ისტორიაში", _ განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე განცხადებით, საქართველოს ბიუჯეტი სავეა.
,,ხვალ, რომ არაფერი არ შექმნან და უბრალოდ ეს რესურსები გამოყენებული იქნას ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. საქართველოს ბიუჯეტი არის სავე, როგორც არასდროს. ამიტომ ახალა უნდა მოხდეს ამ ბიუჯეტის გადაბარება, მის ქართველ ხალხზე მოხმარება", _განაცხადა პრეზიდენტმა.