ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა საქართველოს პრეზიდენტი პრაღაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 58-ე სესიაზე პირადად მიიწვია, სადაც მიხეილ სააკაშვილი მთავარ გამომსვლელად წარსდგება.
პრეზიდენტის ადმინისისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის პირველმა პირმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დემოკრატიულად გამართული არჩევნების შემდეგ, საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს. მისი თქმით, ახლა გვაქვს ისტორიული შანსი, რომ სერიოზულად წავიწიოთ წინ ნატოში ინტეგრაციის თვალსაზრისით. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ამის თაობაზე მან პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთანაც ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილმა ისიც დასძინა, რომ არჩევნების შედეგად მოსულ კოალიციასთან აუცილებელია თანამშრომლობა, რათა ინტეგრაციის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდეს.
მასალის გამოყენების პირობები