საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომაზე ღვაწლმოსლი პროფესორები დააჯილდოვეს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, სტუდენტ-ახალგაზრდების აღზრდაში გაწეული დიდი წვლილისთვის, სტუ-ის პროფესორები - ანზორ ხაბეიშვილი, ვასილ კოპალეიშვილი და ლამარა კერესელიძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ჯილდო პროფესორებს სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გადასცა.