ბანკი "რესპუბლიკა" წარმატებით განაგრძობს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან პარტნიორობას. ხვალ, 12 ოქტომბერს, თეატრი ახალ, დაარსებიდან 85-ე სეზონს გახსნის. წარმოდგენილი იქნება ლევან წულაძის სპექტაკლი "ჟოლო". გახსნის ცერემონიალზე მისულ სტუმრებს ბანკ "რესპუბლიკისგან" სასიამოვნო სიურპრიზი დახვდებათ.
კრისტიან კარმანიოლი, ბანკ "რესპუბლიკის" გენერალური დირექტორი: "ბანკი
"რესპუბლიკა" სიამოვნებით განაგრძობს თანამშრომლობას მარჯანიშვილის თეატრთან,
რომელიც ღირსეულად აგრძელებს საქართველოს მდიდარ თეატრალურ ტრადიციას.
როგორც ბანკის კლიენტებს, ისე თეატრის მოყვარულებს მუდმივად სიახლის და რაღაც
განსაკუთრებულის მოლოდინი აქვთ. ბანკი თავის ინოვაციური პროდუქტებით, თეატრი კი
ახალი სპექტაკლებით, პროექტებით და ახლებური მიდგომებით თავის მომხმარებელს
მუდამ კმაყოფილს ტოვებს. ბანკი "რესპუბლიკა" ტრადიციისამებრ, ქართული კულტურის
განვითარების მხარდამჭერია."
ბანკ "რესპუბლიკის" და მარჯანიშვილის თეატრის პარტნიორობა მეექვსე წელს ითვლის.