საინიციატივო უფლებადამცველი ჯგუფი "ბიზნესმენები საქართველოში, თავისუფალი ბიზნესისათვის,,სააქციო საზოგადოება "თბილისის ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნა,,-ში მომხდარ ფაქტს ახმაურებს და საქართველოსDხელისუფლებისაგან საქმის გამოძიებასა და რეპრესირებული ბიზნესმენის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ საყვარელიძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას ითხოვს.
საინიციატივო უფლებადამცველი ჯგუფის ინფორმაციით, 2008 წლის სექტემბერში, "ნაციონალური ხელისუფლების" წარმომადგენლებმა დავით კეზერაშვილმა, დავით ბეჟუაშვილმა, ირაკლი ეზუგბაიამ, ბიზნესმენ ბადრი წილოსანის ინიცირებით, რომელიც ასევე ასოცირებულია ხელისუფლებასთან მოახდინეს სააქციო საზოგადოება თბილისის ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის რეიდერული მიტაცება.
"ფიზიკური განადგურების მუქარით, ნიღბიანი რაზმისა და ძალადობის გამოყენებით,შუაღამისას ნოტარიუს ოთარ ზოიძის მონაწილეობით აქციონერებს აიძულეს მოძალადეების სასარგებლოდ დაეთმოთ საზოგადოების აქციების პაკეტი . 20-მდე შეიარაღებული ნიღბიანი ჯალათის გარემოცვაში აქციების გადაფორმების პროცედურას ფინანსური პოლიციის უფროსი დავით ქარსელაძე კურირებდა. საკუთარი სიცოცხლისა და ოჯახის გადარჩენის მიზნით ,ქარხნის აქციონერები იძულებყლები იყვნენ ემიგრაციას შეეფარებინათ თავი. საწარმოს ყოფილი გენერალური დირექტორი მირიან დეკანოიძე ამერიკაში., ,სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ საყვარელიძე კი ავსტრიაში პოლიტიკური თავშესაფარის სტატუსით იმყოფებიან. Pპარადოქსულია მაგრამ მას სსსკ 220 მუხლით (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) სამეთვალყურეო საბჭოს, საკუთარი საწარმოს საბრუნავი საშუალებისათვის საბანკო სესხის აღებაზე გადაწყვეტილების მიღებისათვის დაადანაშაულეს. .ამ ბრალდებით იდევნება ბიზნესმენი და დაყადაღებულია მთელი მისი ქონება. რეპრესირებული ქარხნის მფლობელები საკუთარი უფლებების აღსადგენად უკომპრომისო სამართლებლივ ბრძოლას აპირებენ, ხელისუფლებისაგან საქმის გამოძებასა და მათ წინააღმდეგ მოქმედი დამნაშავე პირების გამოვლენას მოითხოვენ. მალე გამოვაქვეყნებთ დოკუმენტურ, აუდიო და ვიდეო მასალებს,რომლებიც ზემოთ ჩამოვლილი ჩინოვნიკების დანაშაულს ამტკიცებენ", - აცხადებს ბიზნესმენი ავთანდილ საყვარელიძე.