თბილისში აქტიურად მიმდინარეობს სამედიცინო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. მუხიანის დასახლებაში მდებარე, მრავალპროფილიანი სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი „დადა" თბილისის მერიის "ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის" ფარგლებში, 2011 წელს 180 000 ლარით დაფინანსდა. აღნიშნული თანხით სამკურნალო ობიექტში საერემონტო სამუშაოები განხორციელდა და ის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო აპარატურით აღიჭურვა. კლინიკაში კარდეოლოგის, სტომატოლოგის, უროლოგის, რევმატოლოგის, ნევროლოგის, თერაპევტისა და ოფთალმოლოგის კაბინეტები ფუნქციონირებს. პაციენტებს ყოველდღიურად შესაძლებლობა აქვთ სხვადასხვა დიაგნოსტიკური გამოკვლევა ჩაიტარონ. თითოეულ პაციენტზე მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმები ზრუნავენ. კლინიკაში 43 ადამიანია დასაქმებული. დღეს თბილისის მერმა სამკურნალო ობიექტი დაათვალიერა და ექიმებსა და პაციენტებს გაესაუბრა.
მასალის გამოყენების პირობები