"საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა" და "საქნახშირმა", ბოლო დღეებში, "საქნახშირის" ტყიბულის საწარმოს გარეშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
"ვრცელდება ჩვენთვის გაუგებარი ხმები, რომ თითქოსდა ხდება მუშების მასობრივი დათხოვნა, სხვაგვარად მათი უფლებების შელახვა. ეს არის სრული დეზინფორმაცია. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბაზარზე ნახშირის ფასები სერიოზულად დაეცა და ეს ნეგატიურად მოქმედებს ბიზნესზე, ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ კომპანიის თანამშრომლები და განვაგრძობთ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში", - ნათქვამია განცხადებაში.