არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სახალხო დამცველის პოსტზე თამარ გურჩიანი წარადგინეს.
,,არასამთავრობო სექტორი რამდენიმედღიანი კონსულტაციის შემდეგ კონკრეტულ კანდიდატურაზე შევჯერდით ეს არის ქალბატონი თამარ გურჩიანი", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა, რომელმაც არასმათავრობო სექტორის სახელით განცხადება გააკეთა.
მისივე განცხადებით, გურჩიანს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით დიდი გამოცდილება აქვს.
შეგახსენებთ, რომ თამარ გურჩიანმა 2003 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2004-2010 წლებში მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ინფორმაციის თავისუფლებისა და ანტიკორუფციული პროგრამების კოორდინატორად. 2010-2011 წლებში მიიღო სამართლის მაგისტრის ხარისხი The College of William and Mary-ში, ვირჯინიაში, აშშ. ამავე პერიოდში სტაჟირება გაიარა ორგანიზაციებში: The National Security Archive და Sunlight Foundation, ვაშინგტონში, აშშ. თამარ გურჩიანი 2012 წლის დასაწყისში აირჩიეს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" გამგეობის თავმჯდომარედ.