"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი დავით საგანელიძე რამდენიმე სამინისტროს გაერთიანებას და პარლამენტში კომიტეტების რაოდენობის შემცირებას პროგნოზირებს.
როგორც საგანელიძემ ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განუცხადა, გაერთიანება სავარაუდოდ, ეკონომიკური ბლოკის სამინისტროებს შეეხება. გარდა ამისა, საგანელიძე მიიჩნევს, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო ცალკე უნდა იყოს და ბუნებრივ რესურსებთან მისი გაერთიანება დაუშვებელია.
"დასაქმების სამინისტრო ალბათ, უნდა გაუქმდეს. ამ ეტაპზე არსებობს ბევრი მოსაზრება, თუმცა ჩემი აზრით გარემოს დაცვა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ბუნებრივი რესურსებისგან იგი ცალკე უნდა იყოს, რათა ინტერესთა კონფლიქტი არ მოხდეს. კონკრეტული გადაწყვეტილებები ჯერ მიღებული არ არის, თუმცა ფაქტია, რომ ზოგიერთი სამინისტრო ერთი კაცის ინტერესისთვის შეიქმნა", - აღნიშნა დავით საგანელიძემ.