ამირან გამყრელიძე "რესპუბლიკური საავადმყოფოს" პრივატიზების პროცესის შეჩერებას მოითხოვს. როგორც ჟურნალისტებთან ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, კონტრაქტი ერთ-ერთ უცხოურ კომპანიასთანაა გაფორმებული.
"სხვადასხვა წყაროებიდან მაქვს ინფორმაცია, რომ კონტრაქტი გაფორმებულია ერთ-ერთ უცხოურ კომპანიასთან. კონტრაქტის მიხედვით, ჯერჯერობით თანხა გადახდილი არ არის"- განაცხადა გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძე დაუშვებლად მიიჩნევს "რესპუბლიკური საავადმყოფოს" პრივატიზაციას.
"მე როგორც ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატი მივმართავ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და "რესპუბლიკური საავადმყოფოს" ხელძღვანელობას, შეაჩერონ პრივატიზაციის პროცესი, რადგან "რესპუბლიკური საავადმყოფო" არის ყველაზე დიდი კერა ექიმებისა და სტუდენტების მომზადებისთვის", - განაცხადა გამყრელიძემ.