,,სახალხო დამცველის საკითხი სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით გადაწყდება", _ განაცხადა ჟურნალისტებთან სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრობის კანდიდატმა სოზარ სუბარმა სახალხო დამცველის დანიშვნის კომენტირებისას.
,,ეს საკითხი სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშრომლობით გადაწყდება. Aამ წუთისთვის ბევრი კანიდატურა არსებობს. ზოგს შეიძლება პატიმრების მშობლები უჭერენ მხარს, ზოგს სამოქალაქო საზოგადოების გარკვეული ჯგუფები, მაგრამ ასე ნაჩქარევად ეს გადაწყვეტილება არ მიიღება", _ განაცხადა სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის პოსტზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება. მათ შორისაა ადამიანთა უფლებათა დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი, იურისტი თამარ გურჩიანი, ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი და უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე.