"ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არსებული სტრატეგია აკრძალვების მექნიზმის უფრო ჰგავს, ვიდრე დაშვების", _ განაცხადა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ.
"კანონი ოკუპაციასთან დაკავშირებით მარტო ჩვენი არ არის. მსგავსი დოკუმენტი მიიღო ევროსაბჭომ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ, ნატომ. პოლიტიკური შეფასება ოკუპაციის შესახებ უცვლელი იქნება, მაგრამ ძალიან საინტერესოა, რას წარმოადგენს კანონზე დაფუძნებული სტრატეგია და სტრატეგიაზე დაფუძნებული გეგმა. სამუშაო გეგმაზე იმსჯელეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და შეჯერდნენ. ექსპერტები განზე იყვნენ გაწეული და ამიტომ შემუშავდა აკრძალვები, რაც სწორედ იმის აკრძალვას ეხება, რაც ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა განვითარდეს", - განაცხადა ვოლსკიმ.